Blogger news

კონფერენციები

ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის პროექტოს ფარგლებში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში 8-9 მარტს ჩატარდა ტრენინგი ”სტატიის აკადემიური ფორმატი, პრეზენტაცია და მოხსენება , ტრენერები იყვნენ ქალბატონითამარ მოსიაშვილი და მანანა ბოჭორიშვილი . ორი კვირის განმავლობაში მასწავლებლებმა დაამუშავეს სტატიები, ამ პერიოდშიც ვგრძნობდით ამ ორი მშვენიერი ქალბატონის თანადგომას ♥ სტატიების პრეზენტაცია მოხდა 23 მარტს კონფერენციაზე. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი სამუშაო პერიოდი , დიდი მადლობა თანამშრომლობისა და იმ დიდი სითბოსთვის, რომელიც გამოგვყვა მასწავლებლებს . თქვენი ტრენინგი ნამდვილად დაეხმარება ყველა მასწავლებელს პროფესიულ ზრდასა და წინსვლაში, ამ კოფერენციაზე წარვადგინე პრეზენტაცია ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლის აგება , რომელიც განვიხილე ჩემს მიერ განხორციელებული პროექტის მაგალითზე. თავად პროექტის სრული ვერსია შეგიძლიატ იხილოთ ბლოგზე ”პარადოქსების პირისპირ” 


აქვე გთავაზობთ ჩემი სტატიის მიმოხილვას 


              ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნის აგება
ნინო აბულაძე ტიციან ტაბიძის სახელობის ქ.თბილისის №43 საჯარო სკოლა. ისტორიის პედაგოგი
საკონტაქტო ტელეფონი 591930027
ელექტრო ფოსტა abuladze1973@gmail.com
სტატია მომზადდა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუში წარსადგენად

  აბსტრაქტი
      მასწავლებელს შეუძლია ასწავლოს მოსწავლეებს გზა, რომელიც მათ დაეხმარებათ სამყაროს უკეთ შემეცნებაში, დაგეგმოს ისეთი აქტივობები, რომლის დროსაც  მოსწავლე პასიური სწავლების პროცესიდან გადადის აქტიური სწავლების ფაზაში, რაც ხელს უწყობს მათი კოგნიტური აზროვნების განვითარებას.  რას მოიცავს აღმოჩენით სწავლა და როგორ შეიძლება საკლასო ოთახში მისი ეფეტურად გამოყენება, ამაში დაგვეხმარება პიაჟესა და ვიგოტსკის მეთოდები ცოდნის აგების შესახებ.
        პიაჟე კოგნიტური კონსტრუქტივიზმის წარმომადგენელია, ხოლო ვიგოტსკი სოციალური კონსტრუქტივიზმის ფუძემდებლი,პიაჟეს მოსაზრებით   ”კონსტრუქტივიზმი -შემეცნების თეორიაა, რომლის მიხედვით ინდივიდი თავად ახდენს ცოდნის ”კონსტრურებას”გარემოსთან”, (პროფესიული უნარები. თბილისი 2008) ამ პროცესის მიხედვით სწავლა აქტიური პროცესია , მოსწავლე თავად იძიებს პრობლემას , მასწავლებელი კი დამხმარეა,  ვიგოტსკისთან განხილულია  რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური კომუნიკაცია ცოდნის აგების დროს და ასევე ნაჩვენებია ის გზები, როგორ ჩავრთოთ მოსწავლე აქტიურ სასწავლო პროცესში;     
       ისტორიის სწავლება აუცილებლად უნდა იყოს მორგებული ახალგაზრდა თაობის მოთხოვნილებაზე, არსებული პრობლემების და ამ პრობლემების გადასაჭრელი გზები მკაფიოდ არის გაწერილი ”ევროკლიოს” კვლევაში; ”ახალი ცოდნის” აღმოჩენაში  მასწავლებელს შეუძლია  მოსწავლეებს ისტორია  უკეთ შევასწავლოთ კონსტრუქტივისტური მეთოდებით  რომლის მთავარი მიზანია , რომ მოსწავლეებმა წინარეცოდნაზე დაყრდნობითა და მასწავლებლების ხელშეწყობით ააგონ რეალური ისტორია
      პროექტი, რომელიც განხილულია სტატიაში  ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერს როგორ სწავლობენ მოსწავლეები ახალი ცოდნის აგებას, როგორ უნდა შეძლოს მოსწავლემ  სწორი არჩევანის გაკეთება, პრობლემის დაყენება და გადაწყვეტა; მოამზადოს ისინი მუდმივ ცვალებად გარემოში წარმატებული ცხოვრებისათვის
                                                                                           
ლიტერატურის მიმოხილვა
          თანამედროვე კონსტრიქტივისტული აზროვნება და მოსწავლის კოგნიტური განვითარება მნიშვნელოვნად ეფუძნება პიაჟეს და ვიგოტსკის ნაშრომებს;    
           პიაჟე (Jaean piaget-1896-1980) შვეიცარიელი ფსიქოლოგი პიაჟეს თეორიის მიხედვით ბავშვი სამყაროს შესახებ ცოდნას აგებს შემდეგი პროცესების დახმარებით: სქემები,  ასიმილაცია, აკომოდაცია,  ექვილიბრიუმი და დისქველებრიუმი  ;
           პიაჟეს აზრით , სწავლა და კოგნიტური განვითარება ორი ურთიერთშემვსები პროცესის შედეგია, ესენია ასიმილაცია და  აკომოდაცია;  ასიმილაცია გულისხმობს უკვე არსებული ინფორმაციის ფარგლებში (სქემა) გარემოსთან ურთიერთობის ფორმებს,ასიმილაცია არის პრიზმა, რომელიც ყალიბდება გამოცდილების საფუძველზე, მაგრამ როდესაც ადამიანი იღებს ახალ ინფორმაციას, რომელიც ვერ ექცევა გამოცდილების ფარგლებში, ან სრულიად ახალია შინაარსით, ამ შემთხვევაში ერთვება აკომოდაციის პროცესი , სწორედ ეს უკანასკნელი არის გადამწყვეტი მოსწავლის ინტელექტუალური დასწავლა ამ ორი პროცესის საშუალებით მიმდინარეობს; პიაჟეს მოსაზრებით ბავშვები ხშირად ექვილიბრიუმში არიან, ანუ ხსნიან ახალ მოვლენებს  სქემების მიხედვით   , მაგრამ ჩნდება  დისბალანსიც არსებულ ცოდნასა და ახალ მოვლენებს შორის , ეს არის დისექვილიბრიუმი (გონებრივი დისკომფორტი)   და მის მოგვარებას ბავშვები ცდილობენ ასიმილაციისა და აკომოდაციის საშუალებით . განვითარებისათვის. ასიმილაციის და აკომოდაციის ურთიერთობა თვალსაჩინოს ხდის შემეცნების კონსტრუქტივისტული მიდგომის მართებულობას,მოსწავლე ახდენს სხვადასხვა ცოდნის  შეკვრას-აგებას;
           კოგნიტური კონსტრუქტივიზმის წარმომადგენელია პიაჟე, ხოლო სოციალური კონსტრუქტივიზმის ფუძემდებლია განვითარების და სოციალურ-კულტურული თეორიის დამფუძნებელი ლევ ვიგოტსკი (1896-1934)-რუსი ფსიქოლოგი . პიაჟეს თეორიით ბავშვი თვითმოტივირებულია, დამოუკიდებლად შეიმეცნებს სამყაროს , ხოლო ვიგოტსკის მოსაზრებით სოციალური გარემო უწყობს ხელს ბავშვის განვითარებას; ბავშვმა ცოდნა უნდა მიიღოს და ააგოს სოციალური კომუნიკაციის საფუძველზე .ასევე მან განასახვავა ბავშვის განვითარების არსებული  დონე   (დამოუკიდებლად დავალების შესრულება) და პოტენციური დონე (ასრულებს სხვისი მხარდაჭერით, დახმარებით). ვიგოტსკი დახმარების საშუალებად ასახელებს სკაფოლდინგს (Scaffolding)  , ანუ ”ხარაჩოს დადგმას ”
         რამდენად ეფექტურად შეგვიძლია დღეს ისტორიკოსებმა დავგეგმოთ სასწავლო პროცესი?!
(საერთაშორისო სიახლეები ისტორიის სწავლებაში . იოკე ვან დერ ლეუ-როდი ევროკლიოს დამფუძნებელი)
          2008 წელს საჯარო განათლების შეფასების ჰოლანდიურმა ცენტრმა გამოაქვეყნა დასკვნა , სკოლის მნიშვნელოვანი როლის შესახებ ზოგადი ფასეულობების გადაცემის საკითში ;”ეს საკითხი განსაკუთრებით ხორციელდება ისეთი საგნების მეშვეობით , როგორიცაა ისტორია და მოქალაქეობის საფუძვლები”; ისტორიის მასწავლებლების ნაწილი უფრთხის წარსულის ინსტრუმენტალიზაციას, მაგრამ ამავე დროს აანალიზებენ, რომ ისტორიის სწავლება ახალგაზრდა თაობის მოთხოვნილებებზე უნდა იყოს მორგებული. არ უნდა ისწავლებოდეს მხოლოდ წარსული ფაქტები, მთავარია მოსწავლემ შეიმეცნოს სამყარო, განვითარდეს მასში კრიტიკული აზროვნება და ”საკუთარის სახელმწიფოსადმი ეროვნული კუთვნილების გრძნობა ჩამოუყალიბდეს”. ევროკლიო ჩამოყალიბების დღიდან (1993 წ)ხელს უწყობს ისტორიის სწავლების განვითარებას, იღწვის, რათა ისტორიის სწავლება გახდეს მრავალფეროვანი და ხელი შეუწყოს ინოვაციური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ეს ორგანიზაცია საკმაოდ ნაყოფიერად  მუშაობს;”უნდა მისცეს თუ არა სასკოლო ისტორიამ მოსწავლეებს ცოდნა და გააგებინოს წარსულის შესახებ ისტორიული აზროვნების შესახებ” (დოქტორი ჩარა მაკრიიანი) 2006 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლებოდა ისტორიის თანმიმდევრული გახსენება , ვიდრე ფაქტებისა და შეხედულებების ერთამნეთისაგან გარჩევა , ასევე ისტორიული მოვლენების შეფასება ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერპრეტაციის გამოყენებით; ვან ბორიესი და გრივერის კვლებემა აჩვენა, , რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებით აინტერესებთ უახლესი ისტორია, ამ კვლევებმა დაანახა საზოგადოებას ახალი კურიკულუმის შექმის აუცილებლობა, რომელიც მასწავლეებს მისცემს საშუალებას ყურადღება გაამახვილონ არა მხოლოდ ფაქტების დაზეპირებაზე, არამედ ხელი შეუწყონ მოსწავლეებში კრიტიკული, ანალიტიკურო და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე                                                                                                       
          სტატია     ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნის აგება
          იმისათვის რომ სწავლება გავხადოთ ეფექტური, პროცესი უნდა  შეესაბამებოდეს 21-ე საუკუნის მოთხოვნებსა და ე.ს.გ.-ს სტანდარტებს ; აუცილებელია ,დავეხმაროთ მოსწავლეებს ”ახალი ცოდნის” აღმოჩენაში ,  ჩვენ შეგვიძლია  მოსწავლეებს ისტორია  უკეთ შევასწავლოთ კონსტრუქტივისტური მეთოდებით  , რომლის მთავარი მიზანია , რომ მოსწავლეებმა წინარე ცოდნაზე დაყრდნობითა და მასწავლებლების ხელშეწყობით ააგონ რეალური ისტორია, მათ თავად უნდა შესძლონ იმ სტრეოტიპების და პარადოქსების დანახვა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს ირგვლივ ; როგორ გავხდი  მოსწავლის მეგზური , მრჩეველი და ”ხარაჩოს მიმწოდებელი”?!  ამ პროცესის ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარებას წარმოგიდგენთ კონკრეტული მაგალითის საფუძველზე. განვიხილავ ჩემ გაკვეთილპროექტს ”პარადოქსების პირისპირ ”
    გაკვეთილპროექტი -კონკრეტული პრობლემის გადაჭრის განხორციელებისაკენ  აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა ;განხორციელებული აქტივობა  ჩემს მოსწავლეებს დაეხმარა ისტორიული ფაქტებისა და შეხედულების ერთმანეთისაგან გარჩევაში, მათ მიიღეს არა მხოლოდ მზა ცოდნა, როგორც ეს ტრადიციულ გაკვეთილებზე ხდება, არამედ გამოუმუშავდათ უნარები ძველი და ახალი ცოდნის შედარების მეშვეობით  ახალი ინფორმაციის შეგროვების, დასკვნების დამოუკიდებლად გამოტანისა და ცოდნის კონსტრუირების.      
    ნაბიჯი  1. მიზანი ჩვენს მიერ გახორციელებული აქტივობები უფრო მეტად ხდის მოსწავლეებს მოტივირებულს უკეთ შეისწავლონ ისტორია და კრიტიკულად მიუდგნენ იმ ფაქტებს,თარიღებს , მოვლენებს  რომელიც გვხვდება ისტორიაში, ლიტერატურაში , თუ ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში; პროექტგაკვეთილი   ხელს უწყობს კომუნიკაციას, კრიტიკულ, ანალიტიკურ  და შემოქმედებით აზროვნებას, საკუთარი აზრის გამოთქმას, ინფორმაციის დახარისხებას , მსჯელობა-ანალიზს, შეფასების უნარ-ჩვევების განვითარებას  .კერძოდ, მოსწავლემ უნდა გამოიყენოს წინარე ცოდნა, მიიღოს ახალი ინფორმაცია, დამოუკიდებლად შელოს დამატებითი მასალის მოძიება, გამოკითხვა -კვლევის ჩატარება, ასევე შედეგის დაფიქსირება და შეფასება.       საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ”ტრადიციები”, რომელიც ისტორიულ რეალობას მოკლებულია ,ადამიანები ხშირად განსხვავებულად ხსნიან ერთი და იგივეს მოვლენას, ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ მათ ერთმანეთისაგან განსხვავებული წინა გამოცდილება და ცოდნა გააჩნიათ. IXკლასელების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა სწორედ, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მცდარი წარმოდგენა აქვს 23 თებერვლის დღის ღირებულებაზე; , რატომ არის  ეს დღე ზოგისთვის ”ზეიმი”  და რატომ არის ბევრისთვის ტრაგედია  , იმისთვის რომ მოსწავლემ თავად მიაგნოს პრობლემის დანახვისა და კრიტიკულად შეფასების გზებს
      ნაბიჯი 2. ინფორმაციის ორგანიზება- ჩემს მიერ გამზადებული იქნა პრეზენტაცია საქართველოს ოკუპაცია (1921 წლის 16-25 თებერვალი)  , რომლის განხილვა მოხდა აქტიური ლექციის მეშვეობით;  მოსწავლეებმა გააკეთეს ჩანაწერები , დასვეს შეკითხვები , გაანალიზეს თებერვლის დღეების მნიშვნელობა ; დავალებად მივეცი, დაეწერათ : რა იცოდნენ აქამდე ამ მოვლენების შესახებ და რა გაიგეს ახალი?! დავალებამ კარგად მიჩვენა მათი დაინტერესება ამ საკითხების მიმართ, მათ სურდათ გაეგოთ მეტი;
        ნაბიჯი 3. გამოკითხვა -კვლევა. კითხვარი მოვამზადეთ წინასწარ ერთობლივად. გამოკითხვა ჩატარდა სკოლის შენობაში.   ჩატარებულმა კვლევამ გვაჩვენა , რომ ნაწილი  მოსწავლეებისა არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას ”რა დღეა 23 თებერვალი,” ნაწილისათვის ის ”კაცების დღეა” და ამ ინფორმაციას ფლობენ საზოგადოებისაგან, გამოიკვეთა პრობლემა - რატომ არის ჯერ კიდევ ეს მოსაზრება საზოგადოებაში და რა ფაქტორებმა შეუწყო  ხელი რეალური ისტორიის დამალვას.
       ნაბიჯი 4.  იმისათვის , რომ მოსწავლეებს უკეთ გაეგოთ, რამ გამოიწვია საზოგადოებაში მსგავსი პარადოქსები,  ქართულის მასწავლებელთან ერთად დავგეგმეთ:ინტეგრირებული გაკვეთილი.(პარადოქსების პირისპირ)
      აქტივობა ა. გონებრივი იერიში - დავსვით შეკითხვები: რა არის ისტორიული ფაქტი, იცვლება თუ არა ისტორიული ფაქტების ინტერპრეტაცია, რაზეა ეს დამოკიდებული?!
       აქტივობა ბ .წინარე ცოდნის გააქტიურება (სლაიდ-შოუს ჩვენება ”რატომ ულოცავენ ბიჭებს 23 თებერვალს) თვალსაჩინოების ჩვენების შემდეგ ვსვამთ შეკითხვას: რამ გამოიწვია მათი ყველაზე მეტი დაინტერესება და რატომ?! მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს , ვმუშაობთ პრინციპით ყველა მოსაზრება მისაღებიამოსწავლეები აფიქსირებენ მოსაზრებას, რომ არის გარკვეული საზოგადოების ნაწილი , რომელიც არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას ამ დღის შესახებ, ასევე ისინი ხედავენ პრობლემას, რამენად შეიძლება არცოდნამდააზარალოსსაკუთარი ქვეყნის წარსული, აკეთებენ შედარებას 1921 წლის ოკუპაციას და 2008 წლის ოკუპაციას შორის , მსჯელობენ წითელი არმიისხვედრით წილზესაკუთარის სამშობლოს ოკუპირებული ტერიტორიების მაგალითზე , მაგრამ იბადება შეკითხვა, დღესაც კი რატომ ვერ და არ ხედავს საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ დღის ტრაგიკულობას ?
      აქტივობა გ. ჯგუფური მუშაობა მოსწავლეები გადანაწილდნენ ჯგუფებად, რათა ერთობლივი კომუნიკაციით გაადვილებოდათ დავალების შესრულება, აეგოთ  ახალი ცოდნა, რომელიც დაფუძნებული იქნება წინარე ცოდნაზე.  ჯგუფებს  დაურიგდათ უცხო ტექსტი, რომელსაც თან ახლდა კითხვები (ხარაჩოს მეთოდი)ამის შემდეგ ჯგუფები იწყებენ უკვე დამოუკიდებლად მუშაობას  , ჯგუფებში მუშაობის დროს მოსწავლეები განიხილავენ ახალ ინფორმაციას,ისმენენ განსხვავებულ მოსაზრებას , კამათობენ და ეძებენ გზებს, როგორ მივიდნენ საერთო დასკვნამდე; შესრულებული დავალების შემდეგ   იწყებენ პრეზენტაციას (აქტ დ), რომელსაც მოყვება დისკუსია (აქტ ე) ; მასწავლებლები ვეხმარებით მოსწავლეებს დისკუსიის სწორად წარმართვაში, ისინი საუბრობენ იმის შესახებ, რომ ნებისმიერი ისტორიული ფაქტი საჭიროებას კვლევას,  შეიძლება არსებობდეს ცხოვრებაში პარადოქსები,  არ უნდა დაიზეპირონ მხოლოდ ფაქტები, საჭიროა მათ შეიმეცნონ და გაიაზრონ არსებული მასალის შესახებ არსებული კვლევები და თავად გააკეთონ დასკვნები. მსგავსი აქტივოებების განხორციელებაში კი მათ აუცილებლად უნდა დაეხმაროთ მასწავლებელი. ერთობლივი მუშაობა ხელს უწყობს არა მარტო კოგნიტურ განვითარებას, არამედ მათ სოციალურ განვითარებას, მოსწავლეებში იზრდება მოტივაცია, სხვადასხვა თემების განხილვა თანატოლებში ხელს უწყობს  ეფექტური სოციალური უნარჩვევების შეძენა
 ნაბიჯი 5. შედეგი  
Ø    ჩამოუყალიბდათ მოსწავლეებს წარმოდგენა , როგორ მალავდნენ ისტორიულ ფაქტებს  საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დროს;
Ø  ჩამოუყალიბდათ კრიტიკული მიდგომა წარსულის შესახებ არსებული ინფორმაციისადმი;
Ø  განუვითარდათ ურთიერთობის , კომუნიკაციის , დისკუსიის სწორად წარმართვის უნარი;
Ø  განუვითარდეთ მიღებული ინფორმაციის განზოგადების , სინთეზისა და დასკვნების გამოტანის უნარი.                                                  
          ნაბიჯი 6 . შეფასება   გაკვეთილპროექტის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ შეავაფასეთ რა საწყის ცოდნას ფლობდა კლასი  და აღმოვაჩინეთ , რომ ამ აქტივობების განხორციელებამდე მათ ქონდათ არასაკმარისი ცოდნა  იმისათვის, რომ რეალურად მიმხვდარიყვნენ , თუ რატომ დგებოდნენ ადამიანები პარადოქსების პირისპირ და როგორ შეძლებდნენ ამ პრობლემის გადაჭრას, ამ გაკვეთილპროექტმა შეძლო მოსწავლეებში გაეაქტიურებინა ის უნარ-ჩვევები, რომელიც მათ მომავალი ცხოვრების წარმატებაში დაეხმარებათ;     
             დასკვნა   აქტივობები დავგეგმეთ ისე, რომ მოსწავლეებმა თავად შეძლეს ცოდნის აგება, იპოვეს მნიშვნელოვანი და დაამყარეს საგნებს შორის კავშირი და შეძლეს ანალიზი .ამან გაზარდა მოსწავლეთა ინტერესი და აქტივობა. მე ვიყავი დამგეგმავი, წარმმართველი და ხელისშემწყობი, მოსწავლეები კი თავად აგებდნენ ცოდნას.
                                                                                                             
გამოყენებული ლიტერატურა
Ø  განვითარებისა და სწავლის თეორიები. ავტორები: ნ.ჯანაშია , ნ.იმედაძე ,ს.გიორგაძე;მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2011 წ;
Ø  მასწავლებლის წიგნი . მე-9 კლასი. ბაკურ სულაკაურის გამოცემა
Ø  ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
Ø  სასწავლო პროცესის დაგეგმვა , მართვა , შეფასება ;მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
Ø  განვითარებისა და სწავლების თეორიები. დამხმარე სახელძღვანელო . 2008 წ. გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევი დეპარტამენტი
”ორიონი ”http://orioniblog.blogspot.com/2011/06/blog

0 comments:

Post a comment