Blogger news

წერილობით წყაროებზე მუშაობა

ისტორიული წყაროების კრიტიკის საწყისებს ვხვდებით ჯერ კიდევ ძველ ისტორიკოსებთან (ჰეროდოტე, თუკიდიდე, პოლიბიოსი, ტაციტუსი,იოსებ ფლავიუსი). ადრინდელ შუა საუკუნეებში ისტორიულ წყაროებს კრიტიკულად არ სწავლობდნენ, მაგრამ აღორძინების ხანაში მან კვლავ იჩინა თვი (ლორენცო ვალა). ბ. ნიბურის, ლეოპოლდ რანკეს, თ. მომზენის გამოკვლევებში მოცემული იყო ისტორიულ წყაროთა წყაროთმცოდნეობითი კრიტიკის ცალკეული მეთოდებისა და ხერხების გამოყენების ნიმუშები. როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება კვლევის საკუთარი საგნითა და შესწავლის სპეციფიკური მეთოდებით, წყაროთმცოდნეობა ჩამოყალიბდა XIX საუკუნის II ნახევარი - XX საუკუნის დასაწყისში (იოჰან გუსტავ დროიზენის, ე. ბერნჰაიმის, ე. ფრიმენის, შ. ლანგლუას, შ, სენიობოსისა და სხვათა ნაშრომები).

   
ისტორიული წყაროს შესწავლა მრავალგვარის ისტორიული წყაროს შეჯერებას გულისხმობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიის უკეთ შესწავლასა და გაანალიზებაში არის წერილობითი წყაროები .სამწუხროდ, იშვიათად, მაიგრამ მაინც მხვდებიან ადამიანები, ვინც ფიქრობენ , რომ გაკვეთილის პროცესში წერილობით წყაროებზე არ უნდა ამუშაონ მოსწავლეები. მე ვფიქრობ ეს არ არის მართალი, წყარობეზე მუშაობა მოსწავლეს ეხმარება ანალიტიკური უნარების განვითარებაში, თუ ჯგუფურად მუშაობენ ასევე ვითარდებ კომუნიკაციის უნარი... ისინი კრიტიკულად აფასებენ მოვლენებს და ავსებენ ნარატიულ თხრობას წყაროების დახმარებით, ასევე აკეთებენ შედარებას -რამდენად სანდოა მათთვის ესა თუ ის წყარო და მსჯელობენ ეხმარება თუ არა წყაროებში მოპოვებული მასალა მათი ცოდნის ”შევსებას ”. მეთერთმეტეკლასელებმა დაამუშავეს დოკუმენტური წყაროები, გამოყენებული გვქონდა უცხო წყაროები და ასევე სკოლის წიგნში არსებული წყაროები, რომელიც ასახავდა X-XIII საუკუნეების საქართველოს ისტორიულ პროცესებს! მათ იმსჯელეს და შეავსეს სამუშაო ფურცლები,მთავარი ის არის, რომ ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული კვლევის პროცესში და მატ კარგად გაართვეს თავი იმ დავალების შესრულება ს, რომელიც მე ვთხოვე



     












XI კლასი -დიაოხის შესახებ არსებული წყაროებით სქემის აგება .

0 comments:

Post a Comment