Blogger news

ქართველთა წარმომავლობა

                                  ქართველთა   წარმომავლობა



                         ”მეფეთა ცხოვრება”------”ქართლის ცხოვრება”



           ქრისტიანული  მწერლობის ტრადიციული, ბიბლიიდან მომდინარე თვალსაზრისით,  ყველა ხალხის წარმომავლობა უკავშირდება ბიბლიური ნოეს სამი შვილიდან ერთ-ერთს.

                                             ნოე
                             __________________________________
                             |                               |                                    |
                           სემი                        ქამი                          იაფეთი

                                                                                                  |
                                                                                   თარში

                                                                                                   |
                                                                                 თარგამოსი





               ქართველი მემატიანის ლეონტი მროველის თვალსაზრისით,  მას შემდეგ, რაც ბაბილონის გოდოლის აშენების მსურველი ხალხი ღმერთმა დასაჯა, სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა და სხვადასხვა ქვეყანაში  გაფანტა, იაფეთის შვილიშვილი თარგამოსი ოჯახითურთ ორი მაღალი მთის-არარატისა და მასისის შორის დასახლდა. თარგამოსმა თავის რვა შვილს კავკასიაში მიუჩინა თავ-თავისი საცხოვრისი. ისინი გახდნენ კავკასიის ხალხთა ეთნარქები--წინაპართა მამთავრები.  



                                                          თარგამოსი
                                                                    |

     ______________________________________________________________________
    |                 |                        |                    |               |                |                    |                      |
ჰაოს      ქართლოს        ბარდოს      მოვაკან     ლეკ        ჰეროს          კავკას            ეგროს




           ქარლოსისა და ეგროსის წილხვდომილ ქვეყანაში იგულისხნებოდა დასავლურქართული ეგრისი და აღმოსავლურქართული იბერია(ქართლი).

           ქართლში შედიოდა საკუთრივ  ქართლი: შიდა, ქვემო და ზემო-ისტორიული მესხეთი, სამხრეთ-დასავლეთი   საქართველო  და კახეთ-კუხეთი, გარდაბანი. ის ვრცელდებოდა სამხრეთ- დასავლეთით  პონტოს ზღვამდე, დასავლეთით და ჩრდილოეთით-ლიხის მთამდე და კავკასიონის ქედამდე, აღმოსავლეთით ჰერეთამდე და მდინარე ბერდუჯამდე, ხოლო სამხრეთით--მდინარე არაქსამდე. 

           ეგრისში შედიოდა მთლიანად დასავლეთ საქართველო, რომელსაც  საზღვრავდა  დასავლეიდან პონტოს ზღვა, აღმოსავლეთიდან ლიხის ქედი, ჩრდილოეთიდან მცირე ხაზარეთის მდინარე (მდ. ყუბანი)  და კავკასიონის ქედი.

        
          ჰეროსის წილხვდომილ ქვეყანაში იგულისხმებოდა ჰერეთის ანუ ჰერების ქვეყანა. ჰერი ეწოდებოდა ისტორიული ალბანეთის (დღევანდელი აზერბაიჯანის) ტერიტორიაზე მცხოვრებ ერთ-ერთ ტომს.


          ”მეფეთა ცხოვრების” მიხედვით, ნებროთი სხვა ხალხების დამმონებელი და ხალხთა  პირველი მეფეა. მას ექვემდებარებოდნენ კავკასიის ხალხები. თარგამოსიანთა შორის უფროსმა ძმამ ჰაოსმა მოუწოდა თავის შვიდ ძმას, შებრძოლებოდნენ და მოეკლათ ნებროთი. ჰაოსი პირისპირ შეებრძოლა ნებროთს, დაამარცხა და გაათავისუფლა კავკასიის ხალხები.



                                 ქართლოსიანთა გენეალოგიური სქემა



                                                     ქართლოსი
                          ____________________________________________________
                         |                       |                          |                     |                              |
                მცხეთოსი       გარდაბოსი        კახოსი          კუხოსი               კუხოსი           

       ____________________

       |                    |                  |
უფლოსი     ოძრხოსი  ჯავახოსი      






         ქართველთა მამამთავარი ქართლოსი მოსულა იმ ადგილას, სადაც არაგვი უერთდება მტკვარს და იქ მთაზე აუგია ქალაქი, რომელსაც ჰრქმევია მისივე  სახელი-ქართლი. ამავე სახელწოდებით ყოფილა ცნობილი მთელი ქვეყანაც-საქართველო ’’ყოველი ქართლი”.  ქართლოსი გარდაცვალების შემდეგ დამარხეს აქვე, ქართლის მთაზე.

    ქართლოსს ჰყავდა ხუთი ვაჟიშვილი: მცხეთოს, გარდაბოს, კახოს, კუხოს და გაჩიოს. ქართლოსის  გარდაცვალების  შემდეგ მისმა ცოლმა გაუყო ქვეყანა მის შვილებს.

    ქართლოსის შემდეგ ” ყოველი ქართლის” მფლობელია მისი უფროსი ვაჟი მცხეთოსი, რომელსაც ექვემდებარებიან მისი უმცროსი ძმები.

     მცხეთოსის  უფროსი შვილის უფლოსის წილხვდომილი ქვეყანა ”შიდა ქართლი” ანუ ”ზენა სოფელი” ყოფილა. ”’ზენა სოფელი’’ შიდა ქართლის უძველესი სახელწოდებაა.  ” სოფელი” თავდაპირველად აღნიშნავდა ქვეყანას. უფლოსს დაუარსებია ქალაქები: უფლისციხე, ურბნისი, კასპი. უფლისციხე ქართლის ცენტრი ყოფილა.

     გარდაბოსის  წილხვდომილი ქვეყანა მდინარე მტკვრის სამხრეთით, მდინარე ბერდუჯის(მდინარე  ძეგამი) და ქცია-სკვირეთის(ხრამ-ალგეთის) აუზში მდებარეობდა. მისი მთავარი  ქალაქი ყოფილა ხუნანი, ანუ მტვერის ციხე, ალიზის აგურით ნაგები ციხე-ქალაქი.
   
      კუხოსს ერგო მდინარე ივრის, მტკვრისა და არაგვის აუზში მდებარე მხარე. მისი  მთავარი  ქალაქი იყო რუსთავი ანუ ბოსტან-ქალაქი.  
      კახოსის წილხვდომილი ქვეყანა მოიცავდა მდინარე არაგვსა და ტყეტბას(თელავის მიდამოებს) შორის მდებარე მხარეს, ივრისა და ალაზნის ხეობაში. მისი ცენტრი ყოფილა ჩელეთი.  


    ოძრხოსს, მცხეთოსის მეორე შვილის, ქვეყანაში იგულისხმება კლარჯეთი.  ოძრხოსს დაურსებია ციხე-ქალაქები: ოძრხე (სამცხეში, დღევანდელი აბასთუმნის ახლოს) და თუხარისი (კლარჯეთში)
    მცხეთოსის მესამე შვილს ჯავახოსს ერგო ჯავახეთ-არტაანი. მას დაუარსებია ციხე-ქალაქები: წუნდა და ქალაქი არტანისა, რომელსაც ქაჯთა ქალაქი ეწოდებოდა. წუნდა მდებარეობდა წუნდის ტბის მახლობლად.

გამოყენებული ლიტ-რა ”ქართლის ცხოვრება”  I ტომი



                                     ქართლის   ცხოვრება



 
’’ ქართლის ცხოვრება” საქართველოს  ისტორიის ძირითადი და მნიშვნელოვანი   წყაროა. ეს ”პატიოსანი და წმინდა” წიგნი, როგორც ძველად უწოდებდნენ, მატიანეთა კრებულია და იწერებოდა სხვადასხვა დროის ავტორთა მიერ მეთერთმეტე-მეთვრამეტე  საუკუნეებში.
    არსებობს ’ქართლის ცხოვრების” ორი ციკლი, ე.წ. ”ძველი ქართლის ცხოვრება” და ”ახალი ქართლის ცხოვრება”.
     ’’ძველი ქართლის ცხოვრება” მოიცავს საქართველოს იტორიას უძველესი დროიდან მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისამდე. მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსემ შეკრიბა თავისი დროის გამოჩენილი ისტორიკოსები ”მეცნიერნი კაცნი” ან ”სწავლულნი კაცნი’’, რომელსაც სათავეში დაუყენა ბერი ეგნატაშვილი. ”სწავლულმა კაცთა კომისიამ” დიდი სამუშაო ჩაატარა: შეავსო და გადაამუშავა ქართლის ცხოვრება, დაწერა მეთოთხმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების ისტორია  და შექმნა ე.წ. ’’ახალი ქართლის ცხოვრება”. ეს არის ეროვნული ისტორიის მომთხრობი წიგნი უძველესი დროიდან. 
       ”ქართლის ცხოვრების” პირველი თხზულებაა : ”ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგან მამათა და ნათესავთა’’, რომლის ავტორი მეთერთმეტე საუკუნის ისტორიკოსი ლეონტი მროველია.  ლეონტი მროველის მოსაზრებით, კავკასიის ხალხები ერთი საერთო მამის, ბიბლიური წარმოშობის თარგამოსის შვილები არიან.


3 comments:

  1. ძალიან მაგარია!ამას ქართულის მასწიც რიგიანად გამოიყენებს. დიდი მადლობა შრომისა და ასე გულკეთილად გაზიარებისთვის. <3

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  3. მადლობა, ძალიან საინტერესოა <3

    ReplyDelete