Blogger news

ეთნოგრაფია, თუ ეთნოლოგია?!



ეთნოსს, ხალხს და ზოგადად ადამიანის შემოქმედების სფეროს შეისწავლის , როგორც ეთნოლოგია, ასევე ეთნოგრაფია. რა განსხვავება და მსგავსებაა ,,ეთნოგრაფიასა ” და ეთნოლოგიას” შორის? როგორ გაიაზრება მათი სხვადასხვა დანიშნულება მეცნიერებაში? . ამის დასადგენად გავიხსენოთ როდის და როგორ დამკვიდრდა ეს ტერმინები .
ტერმინი ,,ეთნოგრაფია" პირველად გამოჩნდა 1607 წელს, როდესაც მწერალმა იოჰან ზომერმა დაიწყო ,,Ethnographie Mundi"-ის გამოცემა , ინტენსიურ  ხმარებაში გვხვდება XVIII საუკუნის დასასრულიდან. ტერმინი ,,ეთნოლოგია” დაამკვიდრა და გაავრცელა ფრანგმა მეცნიერმა (ფიზიკოსმა) ანდრე მარი ამპერმა, ეს მოხდა XIX საუკუნის 20-30-იან წლებში, როდესაც ძალიან საინტერესო სქემა გამოაქვეყნდა, კერძოდ, ამპერმა შეიმუშავა ანთროპოლოგიურ, ანუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ზოგადი სქემა და სწორედ ამ სქემაში ცალკე იყო გამოყოფილი ეთნოლოგია, როგორც სამეცნიერო დისციპლინა; ხოლო ეთნოგრაფია კი წარმოდგენილი იყო ამ კლასიფიკაციაში, როგორც ეთნოლოგიის ერთ-ერთი განყოფილება ;

ტერმინი ეთნოლოგია ნაწარმოებია ორი ბერძნული სიტყვიდან : . ,,ეთნოს” ნიშნავს ხალხს;  ხოლო ,,ლოგოს”მეტყველებას, მცოდნეობას... ანუ, ტუ ჩვენ გვჭირდება ეს ტერმინი ვთარგმნოტ სიტყვა-სიტყვით მივიღებთ ,,ხალხთმცოდნეობას”. აქედან გამომდინარე, ეთნოლოგიის შესწავლის ძირითად საგანს სხვადასხვა ხალხი, მათი კულტურის და ყოფის საერთო და     განმასხვავებელ ფორმებს წარმოადგენს, რომელიც ძალიან საინტერესოა.

   1839 წელს პარიზში ჩამოყალიბდა ,,ეთნოლოგიური საზოგადოება”,1842 წელს ამ ტერმინმა ,,დატოვა” საფრანგეთი და ამერიკაში გადაინაცვლა, კერძოდ ნიუ-იორკშიც ჩამოყალიბდა ,,ეთნოლოგიის საზოგადოება”, 1843 წელს კი ლონდონში .ინგლისში მოხდა ძალიან საინტერესო ფაქტი, კერძოდ ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა ,,ანთროპოლოგიური საზოგადოება”, ეს ორი საზოგადოება კი 1871 წელს გაერთიანდა და მივიღეთ ,,დიდი ბრიტანეთის და ირლანდისს სამეფო ანთროპოლოგიური ინსტიტუტი”  პარალელურად ეს ტერმინები გავრცელდა გერმანიასა და იტალიასი, 1869 წელს გერმანიასი შეიქმნა ,,წინარეისტორიული, ანთროპოლოგიური და ეთნოლოგიური საზოგადოება”, ხოლო ფლორენციაში ,,ანთროპოლოგიისა და ეთნოლოგიის იტალიური საზოგადოება”

    ტერმინი ეთნოგრაფია , ესეც ბერძნული სიტყვა გახლავთ, ვთარგმნოთ ესეც სიტყვა სიტყვით ,,Ethnos" -ნიშნავს ტომს, ხალხს, ხოლო ,,grapho"-,,ვწერ”, ანუ ხალხის აღწერას.
ამის მიხედვით ადსავლეთ ევროპაის მეცნიერები ტერმინებს ,,ეთნოგრაფია” და ,,ეთნოლოგია”ასხვავებენ ერთამნეთისაგან, პირველი ახდენს ხალხსის აღწერას, მეორე კვლევას.  რუსეთში 1875 წელს რუსეთის გეოგრაფიულ საზოგადოებასთან ჩამოყალიბდა ,,ეთნოგრაფიული საზოგადოება”და ამის შემდეგ ეს ტერმინი ,,ეთნოგრაფია” რუსულ მეცნიერებაში საყოველთაოდ დამკვიდრდა, აქედანვე გავრცელდა იგი საქართველოში .XX ს-ის 20 -იან წლებში იყო ცდა გავრცელებულიყო ტერმინი ,,ეთნოლოგია”, სწორედ ამ პერიოდში მოსკოვში ჩამოყალიბდა ,,ეთნოლოგიური ფაკულტეტი”, 1929 წელს კი გამოიცა პრეობრაჟენსკის სახელმძრვანელო ,,ეთნოლოგიური კურსი”, მაგრამ რუსულ მეცნიერებასი ეს ტერმინი არ დამკვიდრდდა.კერძოდ ,,ეთნოგრაფიამ” გამოდევნა ყველა სხვა ტერმინი ხალხისყოფის და  კულტურის შესასწავლელი მეცნიერების აღსანიშნავად.ცვლილება ხდება სსრკ-ს დაშლის წინა პერიოდში, ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოყალიბდა ,,ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის” ინსტიტუტი, ამით რუსეთმა ევროპაზე ადრე გადადგა წინ ნაბიჯი, რადგან ეთნოლოგიაც და ანთროპოლოგიაც ერთი სამეცნიერო დაწესებულების შესწავლის ინტერესების სფეროში მოაქცია .
   ტერმინი ,,ანთროპოლოგია”, ესეც ბერძნული სიტყვაა, აქაც ორი სიტყვა გვხვდება, ,,ანთროპოს”-ნიშნავს ადამიანს, ხოლო ,,ლოგოს” მეტყველებას, ინგლისისა და ამერიკის სამეცნიერო წრეებში ანთროპოლოგია ნიშნავს ,,ადამიანთმცოდნეობას”, ამ ტერმინის ქვეშ , ამ ქვეყნების მეცნიერებაში , ჩვეულებრივ  იგულისხმება კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია. კერძოდ, ეთნოლოგიაში მოცემული უნდა იყოს , როგორც ხალხის ყოფა-ცხოვრების აღწერა, ასევე შესწავლილი უნდა იყოს ადამიანის ფიზიკური მონაცემები.ამიტომაც მეცნიერები თვლიან, რომ სწორედ ,,ანთროპოლოგია” შეისწავლის ადამიანის აღნაგობას, მის ფიზიკურ ნიშნებს , რასობრივ ტიპებს და თვით რასებს;


   საქართველოში XIX საუკუნეშივე, რუსული მეცნიერების გავლენით , დამკვიდრდა ტერმინი ,,ეთნოგრაფია”, მაგრამ ჯერ კიდევ 1921 წელს, სანამ პრეობრაჟენსკი გამოცემდა ,,ეთნოლოგიის კურსს” (1929 წ) გიორგი ჩიტაიამ მიმართა ტერმინ ეთნოლოგიას.მოგვიანებით, ქართული მეცნიერების უნიფიცირების პირობებში ( ჩვენ სსრკ-ს შემადგენლობაში ვიყავით :( )ჩვენთან დამკვიდრდა ტერმინი ეთნოგრაფია; თუმცა დღეს ნელ-ნელა ბრუნდება ისევ ,,ეთნოლოგიის” ტერმინი .საქმე არ არის მხოლოდ ტერმინოლოგიის შეცვლაში, კერძოდ ,,ეთნოლოგია” გაცილებით აფართოებს ამოცანებს ხალხთა ყოფის,მისი კულტურულ-სამეურნეო  ცხოვრების შესწავლისათვის. მაშ ასე, ,,ეთნოგრაფიის ქვეშ” იგულისხმება მეცნიერება ყოფის აღწერის შესახებ,ხოლო ,,ეთნოლოგია” გულისხმობს აღწერასთან ერთად ხალხის მეცნიერულ შესწავლას . 


  აი , რას წერდა გიორგი ჩიტაია :,, ეთნოლოგიური მეცნიერება, პირველ ყოვლისა ფაქტების მეცნიერებაა. უწინარეს ყოვლისა, მასაც სჭირია უტყუარი, შედარებით ურყევი და დადგენილი ფაქტები, ტუ თანამედროვე ეთნოლოგია, რომელმაც ესე მძლავრად გაშალა ფრთები,ნახევარი საუკუნის მანძილზე გასაოცრად დაწინაურდა, ეს იმ გარემოების შედეგია, რომ მის განკარგულებაშია საუცხოო ეტნოგრაფიული აღწერილობები.... ჩვენი ეთნოლოგიური მეცნიერება, უპირველეს ყოვლისა , სწორედ ასეთ აღწერილობებს საჭიროებს (,,მიმომხილველი”1926წ). გიორგი ჩიტაია დღეს ითვლება ქართული მეცნიერების ერთ-ერთ პატრიარქად,   ქართველი მეცნიერი აკაკი შანიძე გიორგი ჩიტაიას მოღვაწეობას ასე აფასებს: “სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა ბატონ გიორგი ჩიტაიას, ეს ღია ცის ქვეშ მოწყობილი საუცხოო მუზეუმიც საკმარისი იქნებოდა მისი სახელის უკვდავსაყოფად”
                                               
p. s. როგორც ვნახეთ, ,,ეთნოგრაფია”, ,,ეთნოლოგია” ,,ანთროპოლოგია” - სამივე ტერმინი ბერძნულია :) ამ ტერმინებმა თავად საბერძნეთში ვერ მიიღო ფართო არიარება და გავრცელება; აქ გამოიყენება ტერმინი ,,ლაოგრაფია”, რაც სიტყვა სიტყვით ხალხის აღწერას ნიშნავს ( ,,ლაოს” ბერძნულად ხალხს ნიშნავს )

ამ ბლოგის დაწერის სურვილი ჩემში ჩემმა მოსწავლემ ,,გააღვივა” , დღეს ის სტუდენტია და აირჩია ჩემი სპეციალობა -ის მომავალი ეთნოლოგია! წარმატებას ვუსურვებ ანა გურგენიძეს. 

     გამოყენებული ლიტერატურა :

1. სოსო ჭანტურიშვილი,,ეთნოლოგია”1993 წ. თსუ-ს გამომცემლობა;
2.ეთნოგრაფია . 1991 წ. თსუ-ს გამომცემლობა
5.გიორგი ჩიტაიას ნაშრომები .


0 comments:

Post a Comment