Blogger news

თბილისის ისტორია

   
          მოკლე ისტორიული მიმოხილლვა XIX საუკუნემდე 



   მრავალ ათას წელს ითვლის თანამედროვე თბილისის ისტორია. საისტორიო წყაროებში თბილისი იხსენიება, როგორც „ტფილისი“. „ტფილი“ გახლავთ ძველი გამოთქმა სიტყვისა „თბილი“, რაც უკავშირდება თბილ წყაროებს, რომელიც ქალაქში უხვად მოედინება.
IV ს.- ში თბილისი წარმოადგენდა სპარსეთის პიტიახშის რეზინდენციას, რაც თავის მხვრივ უპირისპირდებოდა ქართლის სამეფო კარს– მცხეთაში.
   თბილისზე გადიოდა საქართვეთოს უძველესი ისტორიულ- გეოგრაფული პროვინციების შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთისა და თრიალეთ- ჯავახეთის გზები.
ყველა ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო მეფე ვახტანგ გორგასალმა ქართლის სამეფო დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოტანა  მოისურვა, თავად ვერ მოასწრო, ეს საქმე მისმა შვილმა –დაჩიმ განახორციელა, მცხეთა კი დარჩა  კათალიკოების სარეზინდეციო ქლაქად.
მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური გათხრები მეტყველებს, რომ თბილისის ტერიტორია ძ.წ.აღ–ით  IV ს- ში  უკვე ყოფილა დასახებული. უძველესი სამოსახლო გახლდათ დელისის ტერიტორიაზე, (ენეოლითის ბანაში).
   გვიანი ბრინჯაო ადრე რკინის ეპოქაში (ძვ. II- I ათას.) თბილისი საკმაოდ განაშენიანებულია . უკვე ანტიკურ ხანაში თბილისის ქალაქის იერი აქვს მიღებული.
თბილისის ზღუდის მშენებლობა ვახტანგ გორგასალმა დაიწყო. პოლიტიკური ცენტრის გადმოტანა მცხეთიდან თბილისში განახორციელა მისმა მემკვიდრემ დაჩიმ, რომელმაც „განასრულა ზღუდენი ტფილისისანი“.
    V-IV ს.ს- ში თბილისში, ანტიკური ქალაქების მსგავსად წამყვანი ადგილი სოფლის მეურნეობას ეკავა. ამით იგი განსხვავდებოდა ელინისტური ქალაქებისგან, რომელთა ცხოვრებაში მთავარი ვაჭრობა და ხელოსნობა იყო.
523 წ. ქალაქში ირანელების „წყალობით“ მეფობა გაუქმდა. თბილისში შაჰის მიერ მოვლენილი გამგებელი „მარზპანი“ ზის. მის პარალელურად არსებობდა ადგილობრივი აზნაურთა ხელისუფლება „ქართლის ერისმთავრის“ სახით.
VII ს.- ში თბილისს ბიზანტიელებმა და ხაზარებმა შემოუტიეს, ქალაქი დაიპყრეს და გაძარცვეს (ჰერაკლე კეისარი 628-629).
VII ს.- ის შუა წლები- ბიზანტიული დამპყრობლები არაბებმა შეცვალეს. მურვან ყრუს შემოსევების შემდეგ (735 წ.) თბილისში არაბის ამირა ჯდება, აქედან ავრცელებდა იგი ხალიფატის უზენაესობას. ხარკი დამძიმდა. დაიწყო ქრისტიანული სარწმუნოებების დევნა. მიუხედავად ამისა თბილისი ინარჩუნებდა ქართლის კულტურულ ცენტრის როლს.
IX ს.- ის დამდეგიდან, როცა ხალიფატის დიდი სახელმწიფო დაშლის პროცესი დაიწყო, ამირებმა დაიწყეს განდგომა, ხარკს აღარ აგზავნიდნენ. თბილისის ამირა საჰაკი ხალიფას ურჩი ყმის დასასჯელად 853 წ. თბილისში „ ზღვის ვეშაპად“ წოდებული ბეღა- თურქი შემოდის. საჰაკი მმოკლეს, ქალაქს ცეცხლი წაუკიდეს.
მშვიდობიან დროებათა შუალედში თბილისი ნელა, მაგრამ მაინც იშუშებდა იარებს. იგი იზრდება მტკვრის აღმა, ჩრდილოეთით. VII ს.- ის დამდეგს იგი დღევანდელი ბარათაშვილის სახელობის ხიდამდე ვრცელდებოდა.

  VIII ს- ის მიწურულამდე თბილისის მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ძველ საზღვრებში რჩებოდა, დინების გაყოლებით ორთაჭალის ბაღებამდე. ქალაქის უძველეს ნაწილში IV საუკუნიდანვე ჩანს „კალაც“ (დედა- ციხე). IX- XI ს- დან თბილისი ფართოვდება ისანის (ავლაბარის) ხაჯზე.
   XI ს- ის 90 წლებიდან იწყება ახალი პერიოდი ფეოდალური საქართველო. იგი უყკავშირდება თურქ- სელჩუკთა სახელმწიფო შესუსტებას; ამ პერიოდში ქართლის მეფე უკვე დავით IV აღმაშენებელია.
  1122 წ. დავით მეფემ „პირველსავე ომსა“ აიღო თბილისი და ქართლის ყოფილი დედაქალაქი თავის ძველ უფლებებში აღადგინა.
იმ დროიდან უფრო ფართო მასშტაბით იწყება თბილისისა და მთელი საქართველოს აღორძინების პერიოდი.
  XII ს. თბილისი, საქართველოს და მთელი კავკასიის კულტურული ცენტრი იყო. (თამარ მეფის „ოქროს ხანა“). თბილისში პატივს სცემდნენ სხვადასხვა სარწმუნოების ხალხის შვილებს, მეცნიერებს, მწერლებს, პოეტებს . . .

  XI- XII ს. ს. თბილისის ტერიტორია ფართოვდება. გადაილახა ციტადელის გარშემო არსებული ზღუდეები. ქალაქის ზრდა ირგვლივ მდებარე სასოფლო- სამეურნეო რაიონის ხარჯზე ხდება. დასავლეთით მტკვრის აღმა, ქალაქი მდ. ვერემდე გაფართოებუთლა და ცნობილი ლურჯი მონასტერი მის ფარგლებში მოქცეულა.
XIII ს. 20- 30 წლებიდან იწყება საქართველოს განვითარების შეფერხება . . . მკვეთრად გაუარესდა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა.
ხორეზმშაჰის მემკივდერემ ჯალალ ედ- დინმა „ისლამის დროშით“ საღვთო ომი გამოუცხადა ქრისტიანულ ქვეყნებს. მათ შორის საქართველოსაც. 1226 წელს ჯალალ ლედ- დინმა თბილისი დაიპყრო, გაძარცვა. ხვარაზმელთა მიერ დასუსტებული საქართველო ადვილად დაიპყრეს მონღოლებმა. დამპყრობლებმა უმძიმესი ხარკი დააკისრეს ჩვენს ქვეყანას. „ამოქაჩეს მთელი სიმდიდრე“. ისე რომ ვაჭარ- ხელოსნები ქვეყნიდან გარბოდნენ. როგორც ჩანს, სწორედ იმ დროს განადგურებულან ვაჭარ- ხელოსნები ძველი თბილისის ორთაჭალის უბანში.
თათარ- მონღოლთა ბატონობის დროიდან „იქმნა უკუქცევა სუესვანისა ბედისა . . . ქართველთა ნათესავია“. . . სწორედ მათ, თავიანთი გამთიშველი პოლიტიკით, შერყიეს ქართული სახელმწიფოს მთლიანობა, დააჩქარეს ერისთავთა გამთავრების პროცესი; ჯერ „ორმეფობის“ შემოღწბით, შემდეგ კი სამცხე- სათაბაგოს უშუალო მფარველობაში აყვანით და ფაქტობრივი გამმოცალკევებით. . . ამ ფაქტორებმა პირველი სერიოზული ბზარი გაუჩინა თბილისის დედაქალაქობას.
  XIV ს-ის I ნახ.- ში გიორგი V ბრწყიონვალეს მეფობუს დროს (1318- 1346) თბილისს კვლავაც დაეტყო მშვიდობის კეთილისმყოფელობა. . . მაგრამ აღდგომა ხანმოკლე აღმოჩნდა.

XVI ს. 80- იანი წლებიდან საქართველოს წალეკვით ემუქრებოდნენ შუა აზიიდან მოდენილი თემურ ლენგის ურდოები. 1386 წლის ნოემბერში მათ აიღეს თბილისი „იაავარჰყვეს სრულიად შინაგან მყოფნი ციხეს მას შინა (ნარიყალა, მეტეხი) “. . . არც XV ს- ში ყოფილა დღემზიანი თბილისისათვის. დედაქალაქის ძარცვა დროგამოშვებით მეორდებოდა. (1440, 1477, 1488).
  საქართველოს საგარეო პოლიტიკა კიდევ უფრო გართულდა 1453 წლიდან, როდესაც ოსმალებმა აიშეს ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტილოპოლი. საქართველოს გაუმეზობლდა ისმალის მიმდევარი, ანტიქრიასტიანული სახელმწიფო. საქართველოს მტრული გარემოცვის რკალი საბოლოოს შეიკრა XVI ს.- ის დამდეგიდან, როცა საქართველოს სა,ხრეთ- აღმოსავლეთი ყიზილბაშური ირანი გაუმეზობლდა.
  აღნიშნულ პერიოდში თბილისი მხოლოდ ქართლის პოლიტიკური ცენტრი იყო, მაგრამ მაინც არ თმობდა საქართველოს ერთიანობის აღდგენისათვის ბრძოლის თაოსნის ფუნქციებს.
  1522 წ. ირანის შაჰ ისმაილმა თბილისი ააოხრა. გაძარცვა ეკლესიები და ამ „საზღაურით“ ავლაბრის ხიდის გვერდით მეჩეთი ააგებინა. ქალაქის ციხეებში სპარსული გარნიზონი ჩააყენეს.
  1578 წელს თბილისი ოსმალება დაიპყრეს. საქართველოს დედაქალქი საჰაშოდ გამოაცხადეს, მაგრამ ქართველებმა მალევე დაიბრუნეს ქალაქი, რომლის მმმოსახლეობა XII საუკუნესთან შედარებით ხუთჯერ ნაკლები იყო.
  1619 წ.დან თბილისის ფაქტობრივ გამგებლად ხდება გიორგი სააკაძე, რომელიც ფარულად უდგება სათავში საქართველოს განთავისუფლებას. თავადური რეაქციის წინააღმდეგობის დაძლევა “დიდმა მოურავმა“ ვერ მოახერხა. ბაზალეთის ტრაგედიამ ( 1626 წ.) სააკაძე ბრძოლის ველს ჩამოაშორა და უცხოობაში (ოსმალეთში 1629 წ.) დალია სული.

XVII ს. 40-იანი წლებიდან ვიდრე XVIII ს. 20-იან წლებამდე ქართლის ცხოვრებაში შედარებით მშვიდობიანი ხანაა. ქართლის ტახტზე ირანი როსტომ-ხანს სვამს. მან შეუხამა ერთმანეთს ქართული სამეფოსა და სპარსეთის ინტერესები. ასეთი ორმხრივი პოლიტიკით მეფემ შეძლო მშვიდობის მოპოვება. ეს მალე დაეტყო ქალაქებსა და სოფლებს. კიდევ უფრო შედეგიანია ვახტანგV შაჰ-ნავაზის მეფობა (1658-1675) განახლდა თბილისის თავსადაცავი
ზღუდეები ანჩისხატისა და სიონის ეკლესიებს შორს, მტკვრის ნაპირზე აშენდა მეფის ულამაზესი სასახლე.
  XVII ს. 70-იან წლებში “თბილისის აღმოსავლეთის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი იყო“ (შარდენი) თბილისის საშუალებით ევროპა უკავშირდება აზიას . . . მაგრამ, სამწუხაროდ , ამავე საულუნის დამლევს ევროპელებმა “აითვისეს ინდოეთისაკენ მიმავალი გზა საზღვაო გზა“ (აფრიკის გარშემო) რამაც, რათქმაუნდა გავლენა იქონია თბილისის ეკონომიკაზე.
   XVII ს. I მეოთხედში ვახტანგ VI-მ დიდად შეუწყო ხელი საქალაქო ცხოვრების განვითარებას. გაუმჯობესდა ს ავაჭრო-საქარავნო გზები, მსხვილი სარეწები- სტამბა, სამეფო ზარაფხანა, უმჯობესდებოდა ქალაქის კეთილმოწყობა. . . მაგრამ, უკვე მერამდენედ

მდგომარეობა კვლავ აირია. . . დაირღვა ირან- ოსმალეთის ზავი, ქართლში ჰეგემინიისთვის ბრძოლას იწყწბს რუსეთი (პერტე I).

საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა დაიძაბა. კახთა მეფე- კონსტატინე (მაჰმუდი) სპარსეთის მხარეს აღმოჩნდა, ვახტანგ VI- ს რუსეთისკენ ეჭირა თვალი. ამავე დროს ოსმალეთი თბილისისკენ მოიწევდა. კონსტატინემ 1723 წ. ლეკებთან კავშირში, თბილისი ააოხრა. ამას მოჰყვა ოსმალთა გაბატონება ქალაქში. ისინი აქ 12 წელი რჩებიან. თავიანთი ჩანაფიქრი- საფაშოდ გადაექცათ ვერ განახორციელეს, მაგრამ ქალაქს დიდი ზიანი მიაყენეს.
  1735 წ- დან თბილის კვლავ ირანელთა ხელშია. იგი მორიგ ძარცვის ობიექტად იქცა. მათი საბოლოო განდევნა ხდება 1748 წელს მეფე- მეომრის ერეკლე II- ის ხელშეწყობით. თბილისი იბრუნებს კულტურული და ეკონომიკური ცენტრის ფუნქციებს.
  ერეკლე II- ს მოხსნა ქალაქს სპარსელების მიერ აგებული ქვითკირის გალავანი. (ეს გალავანი თიშავდა ციხის ტერიტორიას ციხის მოედნისგან) აღდგა ქალაქის ტერიტორიის ერთიანობა. გაიხსნა ჩაკეტილი დარიალის გზა, განმტკიცდა სააღევმიცემო კავშირი რუსეთთან, გაფართოვდა ვაჭრობა ირანთან და თურქეთთან. მრავლდება დიდი საწარმოების რაოდენობა- ზარბაზნებისა და მინის წარმოებანი, მარილსახდელი, სამღებროები. . . მოსახლეობა 24 ათასამდე გაიზარდა.
   XVIII ს. დამდეგს ყალობდება სტამბა, სიონის ახლოს არსდება წიგნსაცავი. ჩნდებიან სახელმწიფო სკოლები. 1755 წ. დაარსდა ფილოსოფიური სემინარია.
ერეკლე II კართან დაახლოებული პირები არიან აომეხი პოეტი საიათნოვა, აზერბაიჯანელი ვაგიფი, ვიდადი. . . მაგრამ. . .
1795 წელს თბილისის კარებს მოადგა აღა- მაფმად ხანი (ირანის მბრძანებელი). თბილისი გაძარცვეს და ცეცხლს მისცეს. 15 000 ტყვე ირანში გადაასახლეს. თბილისის მოსახლეობა განახევრდა.
1798 წ. საქართველოს „რკინის კარები შაეხსნა“. ერეკლე II გარდაიცვალა. გიორგი XII- მ 1799 წელს „გეორგიევსკის ტრაქტატი“ განაახლა. რუსთა რეგიონი თბილისში შემოვიდა. 1801 წელს რუსეთმა მოახდინდა ქართლ- კახეთის ანექსია. თბილისი ამიერკავკასიის ცენტრად და რუსეთის იმპერიის სამხედრო მოქმედების ბაზად იქცა ახლო აღმოსავლეთში. . .



0 comments:

Post a comment