Blogger news

Thursday 19 September 2013

ნინო აბულაძე


დავამთავრე ისტორიის ფაკულტეტი, უნივერსიტეტი, რა თქმა უნდა , სახელმწიფო (ჯავახიშვილი) :) ჩემი სპეციალობა ეთნოლოგიაა, თუმცა ,,მოვხვდი” სკოლაში… წელს სრულდება 15 წელი , რაც მასწავლებელი ვარ… 15 სექტემბერს 40 წლის გავხდი და 15 წელი ვმუშაობ სკოლაში. ხშირად მიფიქრია , გავყოლოდი ჩემს სპეციალობას, შემომევლო საქართველო, შემეგროვებინა ინფორმაციები, ჩამეწერა ადათ -წესები, ტრადიციები, მეკვლია ჩვენი წინაპრების ამბები … არ გამომივიდა. ,,შემოვრჩი” სკოლას, ჩავაბარე სერთიფიცირების გამოცდები და ,,გავაპროტესტე”, უნივერსიტეტში სახელმწიფო გამოცდაზე უმაღლესი ქულა მარიამ ლორთქიფანიძემ დამიწერა, მსოფლიოში ალბერტა მენთეშაშვილმა, ეთნოგრაფიაში სოსო ჭანტურიშვილმა-აი, ჩემი ,,სერთიფიკატი” ,,კაეშანი” ჩემს ,,ხეტიალში” ჩავიკალი, დავდივარ, დამყავს მოსწავლეები, მათთან ერთად მახარებს მზის ამოსვლა, ღამეებიც გვითენებია, ხიფათიც შეგვხვედრია, საჭმელით დამიპურებია ,,შვილობილები”, წამალი და მკურნალობა არ დამიკლია ავადმყოფებისათვის, ბევრიც მიჩხუბია, ბევრსაც მოვფერებივარ და მაინც , ვინ ვარ მე?! არშემდგარი ისტორიკოსი, თუ მოხეტიალე მასწავლებელი? მეც ავდექი , ეს ორი შევაერთე და გამოვედი ,,მოხეტიალე ისტორიკოსი”

3 comments:

  1. არაჩვეულებრივი პორტფოლიო ვნახე. ყოველთვის მშურდა უცხოელების ლამაზი პორტფოლიოები. როგორც იქნა ჩვენც დავიწყეთ. მიხარია თითოეულის წარმატება. გისურვებთ უფრო დიდ წარმატებებს.

    ReplyDelete
  2. რა ბედნიერებაა იყო მოხეტიალე ისტორიკოსი.ყველა ადამიანი ხომ რაღაც დოზით მოხეტიალეა, ხოლო ვინც ამას ვერ ახერხებს - ოცნებობს მაინც ხეტიალზე. მოგზაურობა ეს დიდი ბედნიერებაა, და თან იყო ისტორიკოსი,ოჰ,
    ეს უკვე ორმაგი ბედნიერებაა.

    ReplyDelete
  3. რა ბედნიერებაა იყო მოხეტიალე ისტორიკოსი.ყველა ადამიანი ხომ რაღაც დოზით მოხეტიალეა, ხოლო ვინც ამას ვერ ახერხებს - ოცნებობს მაინც ხეტიალზე. მოგზაურობა ეს დიდი ბედნიერებაა, და თან იყო ისტორიკოსი,ოჰ,
    ეს უკვე ორმაგი ბედნიერებაა.

    ReplyDelete